ყველა კომპიუტერის პრობლემა — ერთ ეკრანზე
IT24 განუწყვეტლად აკვირდება ოფისის კომპიუტერებს და გაფრთხილებს, სანამ პრობლემა ავარიად იქცევა: გადახურება, ვინჩესტერის გაფუჭება, დისკის ავსება, ვირუსი თუ კრიტიკული შეცდომა სისტემაში.
რას ამოწმებს
აგენტი ყოველ 5 წუთში ამოწმებს კომპიუტერს და მხოლოდ ტექნიკურ მონაცემებს აგზავნის.
ტემპერატურა
პროცესორის და დისკების გადახურება — სანამ კომპიუტერი თავისით გამოირთვება.
ვინჩესტერის ჯანმრთელობა
SMART, ცუდი სექტორები, SSD-ის ცვეთა — დროულად დააკოპირებთ მონაცემებს.
ადგილი და მეხსიერება
დისკის ავსება და გადატვირთული RAM — ნელი კომპიუტერის ყველაზე ხშირი მიზეზები.
ანტივირუსი და განახლებები
გამორთული ანტივირუსი, ნაპოვნი ვირუსი, Windows-ის მოძველებული განახლებები.
კრიტიკული შეცდომები
მოულოდნელი გამორთვები, ცისფერი ეკრანი, დისკის და აპარატურის შეცდომები ლოგებიდან.
Telegram შეტყობინებები
კრიტიკული პრობლემისას შეტყობინება მაშინვე მოდის — დეშბორდის გახსნაც არ გჭირდებათ.
როგორ მუშაობს
დაყენებას რამდენიმე წუთი სჭირდება. დამატებითი პროგრამა ან სერვერი არ არის საჭირო.
რეგისტრაცია
მიიღეთ მოწვევის ბმული და შექმენით თქვენი ორგანიზაციის ანგარიში.
აგენტის დაყენება
ჩამოტვირთეთ ინსტალერი და გაუშვით კომპიუტერებზე — ორჯერ დაჭერა თითოზე. Windows და Linux.
მონიტორინგი
ყველა პრობლემა ერთ დეშბორდზე, „რა ვქნა?“ ინსტრუქციით თითოეულისთვის.
უსაფრთხოება
თქვენი მონაცემები მხოლოდ თქვენთვის ჩანს.
გსურთ IT24-ის გამოყენება?
რეგისტრაცია მოწვევით ხდება. მოწვევისთვის დაგვიკავშირდით — ბმულს მალევე გამოგიგზავნით.